
შსს განმარტავს, რას ითვალისწინებს საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რას ითვალისწინებს საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. უწყების განცხადებით, შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. უწყების ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების







