• August

    20

    2024
  • 392
  • 0
გომელაურის უწყებაში წმენდა გლდანი – ნაძალადევის მთავარი სამმართველოდან იწყება ?

გომელაურის უწყებაში წმენდა გლდანი – ნაძალადევის მთავარი სამმართველოდან იწყება ?

რამდენიმე დღის წინ ,, Geo New“-მა მკითხველს აუწყა, რომ შსს “-ში წმენდა სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონიდან იწყება: კონკრეტული ქალაქები: სენაკი, ხობი, მარტვილი,ზუგდიდი ( იხ: ,, გომელაურის უწყებაში დიდი წმენდა იწყება ” ? ) .

მკითხველს ასევე ვამცნეთ, რომ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ,,ნაცმოძრაობისა” და გახარიას კადრებითაა სავსე  –  ,,ცკპდ”-ში წმენდა გარდაუვალია. წერილის დასასრულ აღვნიშნეთ, რომ გაგრძელება იქნებოდა.

,, Geo News “- ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში ( ამ რაიონში ) წმენდა იწყება. კონკრეტული სამმართველოები :  გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-7 სამმართველო ( თემქა. კვ 9 ), გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-2 სამმართველო ( ქერჩის ქ 6 ), გლდანი-ნაძალადევის მე-3 სამმართველო ( დუმბაძის გამზ 5 ) .

,, გიმეორებთ, გომელაური იშორებს ყველას, ვინც ასოცირდება ოპოზიციასთან. ეს ადამიანები კონკრეტულ სიტუაციაში ვის ბრძანებას დაემორჩილებიან, შეასრულებენ და უწყებიდან რა ინფორმაციებს გაიტანენ, არავინ იცის. გარწმუნებთ, გლდანი-ნაძალადევის რაიონი  ,,ნაცმოძრაობის” – ,,გახარია-საბანაძე-მეზვრიშვილის” კადრებითაა სავსე. თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ გლდანი-ნაძალადევის თანამშრომლების რეკომენდატორები. თავად დარწმუნდებით ვისი კადრები არიან თბილად მოკალათებულნი. შეგიძლიათ გადაამოწმოთ მათი კონტაქტებიც.

როგორც გითხარით, მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა იცოდნენ მოღალატეები, რომ ჰყავდათ, თუმცა რაღაც ეტაპზე ასე აწყობდათ. დღეს დადგა დრო მოღალატეების მოშორებისა. 

პოლიცია ხალხის სამსახურში უნდა იყოს. პოლიციელების პატიოსნებით უნდა ვამაყობდეთ. გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოებში კი, სამწუხაროდ, ამორალური,  გამყიდველი და ე.წ. ჩანერგილი თანამშრომლები მრავლადაა. ეს ადამიანები საქართველოს პოლიციის სახეს არ უნდა წარმოადგენდნენ,  სირცხვილია, კმარა. საქართველოს მოსახლეობას პოლიციის იმედი და ნდობა უნდა ჰქონდეს, ამიტომაც წმენდა გარდაუვალია“,- აღნიშნავს წყარო ძალოვანი უწყებიდან.

,, გაგრძელება იქნება “

ქეთი ხომერიკი, გიორგი კორძაძე

 

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor