
ალი ბაბაევი : „დღეს საქართველოსთვის მშვიდობა და პრაგმატული პოლიტიკა უალტერნატივოა“
,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე, ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრი, ალი ბაბაევი რეგიონულ გამოწვევებზე, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობასა და ქვეყნის სტაბილურობის გარანტებზე საუბრობს. თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ მოზაიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ფიგურებს, რომელთა ავტორიტეტი მრავალწლიან გამოცდილებასა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ხიდების მშენებლობის პროცესს ეფუძნება. ალი ბაბაევი სწორედ ასეთი საზოგადო მოღვაწეა. მისი სახელმწიფოებრივი ხედვა, პრაგმატიზმი და ეროვნული










