
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
კაია კალასი – პოლონეთის საზღვართან რუსეთის იერიში დასავლური სამყაროსთვის გზავნილი იყო, უნდა ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი მიაღწევს უკრაინის დამორჩილებას
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მიიჩნევს, რომ პოლონეთის საზღვართან რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა „დასავლური სამყაროსთვის გზავნილი“ იყო. ამის შესახებ კაია კალასმა ფინეთში ევროპის არქტიკული სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კალასის განცხადებით, ევროკავშირი პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს და უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს. „საკითხავია, რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ამ გზავნილიდან? ჩემი აზრით, პირიქით უნდა მოვიქცეთ.










