
ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს წერილით მიმართავს – მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ
ეკატერინა ივანიშვილი შვილმოკლულ დედას, ეკა კუპატაძეს წერილით მიმართავს. როგორც ეკატერინე ივანიშვილი აცხადებს, მას იმედი აქვს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი. „ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა, მინდა, იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ










