
ვანო მერაბიშვილი : ,, 2024 წელს საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს”
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში არ ერევა.
როგორც მერაბიშვილმა ,, Geo news” – თან ექსკლუზიურად საუბრისას განაცხადა, გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ის ,,ნაციონალურ მოძრაობას” კულისებიდან მართავს, სიმართლეს არ შეესაბამება.
,, თქვენ იცით, რომ მე უკრაინასა და ევროპაში ვიმყოფები, საქართველოში იშვიათად ვარ, შესაბამისად, გიმეორებთ, ქართულ პოლიტიკაში არ ვერევი. პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვგეგმავ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ყველა მაღალი თანამდებობა მეკავა, აქედან გამომდინარე, თანამდებობებისკენ აღარ მივისწრაფვი, მშვიდი ცხოვრება მინდა.
2024 წელს საპარლამენტო არჩევნებია და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს და საქართველო გაბრწყინდება”,- განაცხადა მერაბიშვილმა.
ქეთი ხომერიკი