• October

    18

    2024
  • 65
  • 0
პროკურატურის მზაობა, დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს ხელშეშლილი საქმიანობა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სახალისო მოლოდინი

პროკურატურის მზაობა, დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს ხელშეშლილი საქმიანობა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სახალისო მოლოდინი

,,GEO NEWS”-მა 12 და 13 ოქტომბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით : ,,შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე დანაშაულზე არ რეაგირებს და თითს პროკურატურისკენ იშვერს”…,,გომელაურის უწყების მაღალჩინოსნები პაპიძე და პოლკოვნიკი რაზმაძე კიბერბულინგის ,,ფანატები”არიან თუ გაბოროტებული ,,ნაცების” წახალისებას ახდენენ”?

გენერალური პროკურატურის კომპეტენტურ პირებთან, ამ საკითხზე შეხვედრის შემდგომ, მიღებული საპროცესო სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე, ჩვენს მკითხველს, როგორც ანგარიშვალდებული მედია კვლავ დეტალურად მოვუთხრობთ – ასეთი დაპირება იქნა ჩვენს მიერ გაცემული და შესაბამისად, გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ ნამდვილად შევხვდით პროკურატურის პასუხისმგებელ პირებს. საუბარში გამოიკვეთა, რომ პროკურატურა მზად არის მასალების სამართლებრივი შეფასება ხელახლა მოახდინოს, მათ შორის შეავსოს სხვა ფაქტებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეებზე შეგროვებული მტკიცებულებებით – დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოში ჩვენი არაერთი სხვა განცხადება და საქმე დევს.

რაც შეეხება მე-4 სამმართველოს საქმიანობის არაეფექტურობას ამ და სხვა კონკრეტული საქმეების ფარგლებში, ჩვენი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, მათ მუშაობას გარკვეული ძალები აფერხებენ, დეტალები მოგვიანებით…

ჩვენ ასევე გაუწყებდით, რომ ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებლის ოჯახის წევრის მიმართ პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძეს მხრიდან არასათანადო მოპყრობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რაზეც სათანადო კომპეტენციის მქონე უწყებებს ვაცნობეთ.

ჩვენ ამ საკითხზე შევხვდით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სათანადო პერსონალს. მნიშვნელოვანია, რომ ამ უკანსკნელთან შეხვედრა განაპირობა საგამოძიებო სამსახურის სპეციფიურმა კომპეტენციამ, რაც გულისხმობს სამართალდამცავების მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტის გამოძიების უფლებამოსილებას. გვინდა დამატებით განვმარტოთ, რომ მართალია, საქმეში ჩართული იყო შსს-ს გენერალური ინსპექცია, თუმცა იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია ჩაატაროს მოკვლევა მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ფარგლებში, ამ საქმეში კი, სავარაუდოდ, იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ამიტომ გარემოებების შესწავლა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

p.s. ,,GEO NEWS” კარს მომდგარი საარჩევნო ციებ-ცხელების გათვალისწინებით და ჩვენი რედაქციის მშვიდობის მხარდამჭერი პოლიტიკისა და ხელისუფლების სტაბილურობის, გვერდში დგომის პრინციპიდან გამომდინარე, გონივრულად მიიჩნევს გადავიდეს შედეგების მოლოდინის რეჟიმში ( რასაც მკითხველს ვაცნობებთ ), რაც საგამოძიებო ორგანოებს თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას მისცემს.

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor