
საქართველო და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით მტკიცე ნაბიჯებით მიდიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტი ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას ემსახურება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. შეხვედრისას განხილულ იქნება რეგიონული უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.
პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და სამომავლო პროექტები, რომლებიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს.
სხდომის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს მედიისთვის და შეაჯამეს მიღწეულ შეთანხმებები.
საქართველოსა და სომხეთს გრძელვადიანი კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც წლების განმავლობაში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება. აღნიშნული ვიზიტი ორი ქვეყნის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარებას, მათ შორის რეგიონული სატრანზიტო დერეფნების გაფართოებასა და სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის საკითხებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობას. საქართველო და სომხეთი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებითა და საერთო ინტერესებით არიან დაკავშირებულნი, რაც ეკონომიკური და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
ამ ვიზიტის მთავარი პრაქტიკული მიზანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და არსებული პროექტების გაფართოება. მხარეები ფოკუსირდებიან სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე, ვაჭრობის ხელშეწყობაზე და ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობაზე, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის რეგიონში სტაბილური ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ვიზიტის კონტექსტში მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სტაბილურობის საკითხები, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
საბოლოოდ, ეს ვიზიტი შეიძლება შეფასდეს, როგორც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას და ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას. თუმცა, რამდენად კონკრეტული შედეგები ექნება ამ შეხვედრას და რამდენად წარმატებით განხორციელდება მიღწეული შეთანხმებები, ამას დრო გვიჩვენებს.
გიული ირემაძე