ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები იქნება წარმოდგენილი. „ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტით და „მაკნატუნას“ ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სანტა და ბევრი გათამაშება დახვდება. დამთვალიერებლები ორივე დღის განმავლობაში „ქუჩის თეატრის“