
- By Keti Khomeriki
- In ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი – 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით, ყველაზე დიდი მოცულობით, 250 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ტენდენციები კვლავ პროგნოზირებულზე მაღალი იყო. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ექსპორტის მოცულობა წინა წლის ექვს თვესთან შედარებით, 19,3%-ით გაიზარდა და 3,1 მლრდ დოლარი შეადგინა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 57,9%-ით და 1,8 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 23,9%- ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე პერიოდის)