• April

    14

    2025
  • 26
  • 0
,,GEO NEWS”-ის განცხადება

,,GEO NEWS”-ის განცხადება

ჩვენი მკითხველის საყურადღებოდ – ჩვენ ვაბრუნებთ ყველა საგამოძიებო მასალას მომღერალი-ფსიქოლოგი თათა გიორგობიანის შესახებ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კოლეგის და სხვადასხვა ადამიანის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ ორი მასალა მოვხსენით, თავად თათა გიორგობიანის არუგანტულობამ, უმადურობამ, ჩვენს რედაქციაზე მოტანილმა ორგანიზებულმა შეტევებმა და ზურგს უკან ჭორაობამ, თითქოსდა, ამის გაკეთება გვაიძულეს, დღის წესრიგში დააბრუნა, არა მარტო ამ მასალების აღდგენა, არამედ ამ მიმართულებით ჟურნალისტური გამოძიების გაგრძელებაც განაპირობა. და ის მასალებიც, რაც აქამდე ჩვენს მკითხველს არ უნახავს ახლო მომავალში საჯარო გახდება.

,,GEO NEWS,, სრული კატეგორიულობით აცხადებს, რომ ნებისმიერი მცდელობა ჩვენზე, ან ჩვენს ახლობლებზე რაიმე სახის ზეწოლისა იმ მიზნით, რომ აღნიშნულ სუბიექტს კვლავ ხელი დააფარონ, ერთმნიშვნელოვნად, შეფასდება ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის მცდელობად, რასაც სათანადო სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

ყველა ის სუბიექტი, რომელიც გამოქვეყნებული მასალებით თავს დაზარალებულად მიიჩნევს, ან მისი რომელიმე უფლება შეილახება, სრულად უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და ამ გზით დაიცვას საკუთარი უფლებები. ამიტომაც, არავისი ზარი, ან მონაწერი ამ თემაზე გათვალისწინებული ვერ იქნება, შესაბამისად, ტყუილად თავს ნუ შეიწუხებთ. ერთადერთი ვის მოსაზრებასაც მოვისმენთ და ტრიბუნასაც მივცემთ თავად თათა გიორგობიანი შეიძლება იყოს !

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor