• September

    3

    2025
  • 172
  • 0
ექსკლუზივი : ვახტანგ ბუცხრიკიძე TBC-ის რესურს პირადი მიზნებისთვის იყენებს ?

ექსკლუზივი : ვახტანგ ბუცხრიკიძე TBC-ის რესურს პირადი მიზნებისთვის იყენებს ?

როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, TBC  ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ საკუთარი გავლენების გამოყენებით, მაღალი ალბათობით კანონსაწინააღმდეგოდ მოიპოვა კონტროლი ჩვენი მედიის დამფუძნებლის, ქეთევან ხომერიკის მეუღლის მამაპაპისეულ სამკვიდრო სახლზე, რის შემდეგაც ეს სახლი მიწასთან გაასწორა, ხოლო იქვე გვერდით საკუთარი ფაზენდა წამოჭიმა. 

იხ ლინკი : https://geonews.org.ge/30721-2/

მას მერე, რაც აღნიშნულის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ბატონმა ბუცხრიკიძემ მიმართა TBC-ის ბიზნეს აქტივისა და საკუთარი სტრუქტურის სტაფს ჩვენი დამფუძნებლის მეუღლის წინააღმდეგ პირადი მიზნებით გამოყენების გზას. 

ჩვენთვის ხელმისაწვდომია თიბის-ის მიერ გამოგზავნილი ოფიციალური შეტყობინება, რომლითაც ჩვენი დამფუძნებლის მეუღლეს ეცნობა, რომ მის კუთვნილ ანგარიშზე ადგილი აქვს გადახარჯვას და მან უნდა უზრუნველყოს 179 ლარის ანაზღაურება TBC – თვის.

აქ საგულისხმოა, ის გარემოება, რომ ამ კონკრეტულ ანგარიშზე ოფიციალურად ფიქსირდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ყადაღა და შესაბამისად, ანგარიშიდან რაიმე თანხის განკარგვა შეუძლებელია. ეს კი, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ მსგავსი შეტყობინების გამოგზავნა, მხოლოდ და მხოლოდ, ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმად შეიძლება იქნას მიჩნეული.

ამ დასაბუთებულ ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თიბისი-ში დარეკვის შემდგომ, მათმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვერაფრით ვერ შესძლო ჩვენი დამფუძნებლის მეუღლისთვის აეხსნა, თუ რა ტიპის გადახარჯვაზე იყო საუბარი და რატომ იქნა გამოგზავნილი ეს სმს შეტყობინება.

საბოლოო ჯამში, დაგვპირდნენ, რომ დაგვიკავშირდებოდნენ, როგორც კი საკითხში გაერკვეოდნენ. ალბათ, ერთმანეთში არკვევენ რა პასუხი შეგვასაღონ….

ზემოთ აღნიშნულის ფონზე, ჩვენთვის გასაგებია, რომ ბატონი ბუცხრიკიძე ბოროტად იყენებს რა საკუთარ სამსახურებრივ მდგომარეობას, დეფაქტო ცდილობს ფსიქოლოგიურად დასტრესოს ის ადამიანი ვისი მამაპაპისეული სამკვიდროც საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ჯერ მიისაკუთრა, შემდგომ კი მიწასთან გაასწორა. 

დანართის სახით წარმოგიდგენთ მტკიცებულებას  – TBC – ის მიერ გამოგზავნილ ტექსტურ შეტყობინებას.

( გაგრძელება იქნება )

თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor