
მიხეილ სარჯველაძე – მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მადლობა მშობლებს კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის
მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რათა არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებით არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. სარჯველაძემ მშობლებს კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, შევუერთდე მადლობას










