• February

    18

    2026
  • 73
  • 0
ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ ელისო კილაძის სახლის ჩხრეკისას ელექტრონული მოწყობილობები, მეხსიერების ბარათები და სხვადასხვა დოკუმენტი ამოიღეს

ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ ელისო კილაძის სახლის ჩხრეკისას ელექტრონული მოწყობილობები, მეხსიერების ბარათები და სხვადასხვა დოკუმენტი ამოიღეს

ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებული ელისო კილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა.

როგორც კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა აღნიშნა, ჩხრეკა შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები, მეხსიერების ბარათები და სხვადასხვა დოკუმენტი ამოიღეს.

„შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა. მიუხედავად იმისა, რომ სახლი მოცულობით დიდი არ არის, ოროთახიანი ბინაა, მაინც ყველა ფურცელი იქნა გასინჯული, წაკითხული, დალუქული და ამოღებული. ამ პროცედურამ წაიღო ძალიან დიდი დრო. მნიშვნელოვანი არაფერი ამოიღეს, ერთი ლეპტოპი, ტელეფონი და მეორე ლეპტოპი შვილის საწოლი ოთახიდან. ასევე წიგნაკები ამოიღეს, „ფლეშკა“ ორი თუ სამი ცალი და ოჯახის თანხა. მეუღლემ დაადასტურა, რომ მისი თანხაა, რაოდენობა დიდი არ არის. ჯერჯერობით რაც მე ვნახე ჩხრეკის ოქმი და განჩინება, პროკურატურის ინფორმაცია, მიმაჩნია წყალწყალა ბრალდებად. ჩხრეკის საფუძვლიანობაზე მაქვს პრეტენზიები, როდესაც იქნება სასამართლო პროცესის დასაბუთება, იქ წარვადგენ“, – განაცხადა გელბახიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინა, ამავე საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor