• November

    9

    2025
  • 114
  • 0
ადვოკატ ლევან ჭიღლაძის საჯარო პოზიცია : ინოვაციური ხედვა და პასუხისმგებლობა ადვოკატთა ასოციაციის წილად !

ადვოკატ ლევან ჭიღლაძის საჯარო პოზიცია : ინოვაციური ხედვა და პასუხისმგებლობა ადვოკატთა ასოციაციის წილად !

,,GEO NEWS” ჩვენს გამორჩეულ კოლეგას, ჟურნალისტს ( ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს ) , ამჟამად ადვოკატ ლევან ჭიღლაძეს ესაუბრა. ბატონი ლევანი მრავალი წელია, რაც ადვოკატია, თუმცა ის წლების წინ, ჩვენი კოლეგა იყო.

ემიგრანტებისადმი ზრუნვა და ადვოკატურის სისტემური რეფორმის ხედვა !

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წლების განმავლობაში, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ავტორიტეტულ პროფესიულ გაერთიანებას ქვეყანაში. სწორედ ამ ორგანიზაციიდან იწყება სამართლებრივი კულტურის შენება, პროფესიული ეთიკის განმტკიცება და საზოგადოებისთვის იურიდიული სერვისების ხარისხის ამაღლება. ამ სისტემის განვითარებაში, დღეს, უკვე ახალი ხედვის მქონე ადვოკატები გამოდიან წინა ხაზზე, რომელთა შორის გამორჩეულია ლევან ჭიღლაძე – ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს კანდიდატი, რომლის მთავარი მიზანი ემიგრანტ ქართველებზე ზრუნვა და ადვოკატურის მენეჯმენტის მოდერნიზაციაა.

ემიგრანტებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციების ცენტრი – „კეთილშობილური ინიციატივა“ :

ლევან ჭიღლაძის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ემიგრაციაში მყოფი ქართველი მოქალაქეებისთვის იურიდიული მხარდაჭერის სისტემის შექმნაა.

მისი ხედვით, ასოციაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს სპეციალური განყოფილების დაარსება, რომელიც ემიგრანტებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს ონლაინ რეჟიმში.

„ჩვენს ემიგრანტებს უდიდესი წვლილი შეაქვთნ საქართველოს ეკონომიკაში, ისინი ყოველდღიურად ზრუნავენ თავიანთ ოჯახებზე და ამით ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. ამიტომ ჩვენი ვალია, მათ გვერდით დავდგეთ მაშინ, როცა სამართლებრივ სირთულეებს აწყდებიან,“ – აღნიშნავს ლევან ჭიღლაძე.

ინიციატივის მიხედვით, ადვოკატთა ასოციაციაში შეიქმნება ცხელი ხაზი და ონლაინ საკონსულტაციო პლატფორმა, სადაც გამოცდილი ადვოკატები შეძლებენ ემიგრანტებისთვის კონკრეტულ საკითხებზე პროფესიული რჩევების მიცემას – იქნება ეს ქონების გაყიდვა, მემკვიდრეობითი დავა თუ საგადასახადო საკითხი.
ეს იქნება, არა მხოლოდ დახმარება ემიგრანტებისთვის, არამედ სტიმული ადვოკატებისთვისაც, ჩართულნი იქნებიან რეალურ სოციალურ საქმეში, რომელიც იურიდიულ პროფესიას დამატებით ღირსებას ანიჭებს.

პროფესიული მენეჯმენტი – ადვოკატთა ასოციაციის განვითარების წინაპირობა :

ლევან ჭიღლაძე მიიჩნევს, რომ თანამედროვე ასოციაციის მართვა, მხოლოდ იურიდიული ცოდნით აღარ შემოიფარგლება.

მისი თქმით, ასოციაცია უკვე წარმოადგენს მრავალათასიანი წევრობის მქონე დიდ ორგანიზაციას, რომლის წარმატებული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მენეჯმენტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სპეციალისტების ჩართვა.

„ადვოკატთა ასოციაცია არის პროფესიული ოჯახი, მაგრამ ამავე დროს, დიდი ორგანიზაცია და როცა საქმე ორგანიზაციას ეხება, მართვა მოითხოვს მენეჯერულ ცოდნას, ანალიტიკურ ხედვას და ინფორმაციული მართვის სისტემას. მხოლოდ ასე შევძლებთ ეფექტურად რეაგირებას საზოგადოებრივი გამოწვევების მიმართ,“ – ამბობს ჭიღლაძე.

მისი აზრით, აღმასრულებელ საბჭოში უნდა იყვნენ ადამიანები სხვადასხვა პროფესიიდან : მენეჯერები, ეკონომისტები, მარკეტოლოგები, იურიდიული მრჩევლები, რაც ორგანიზაციას მისცემს შესაძლებლობას, წინსვლა, არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ სტრუქტურულ დონეზეც უზრუნველყოს.

ეთიკის კომისია – ცვლილებების საჭიროება და ადამიანური მიდგომა :

ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხად, რომელსაც ლევან ჭიღლაძე უსვამს ხაზს, ეთიკის კომისიის მუშაობაა.

მისი თქმით, კომისია ხშირად აღიქმება, როგორც „დამსჯელი მექანიზმი“, თუმცა მისი ფუნქცია უნდა იყოს, არა მხოლოდ სანქცირება, არამედ პროფესიული დახმარება და კოლეგიალური მხარდაჭერა.

„ჩვენ უნდა გადავხედოთ მიდგომას – ადვოკატი, რომელიც რთულ საქმეშია ჩართული და სტრესულ გარემოში მუშაობს, არ უნდა გრძნობდეს საკუთარ ორგანიზაციაში დამატებით წნეხს. ეთიკის სისტემა უნდა ემსახურებოდეს სამართლიანობას, არა შიშის ატმოსფეროს შექმნას,“ – ამბობს ის.

ლევან ჭიღლაძე აღნიშნავს, რომ საჭიროა საკანონმდებლო რეგულაციების გადახედვა, რათა კომისიამ მეტი საგანმანათლებლო და მედიაციური ფუნქცია შეიძინოს. ეს, არა მხოლოდ ადვოკატებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას მისცემს უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი იურიდიული სისტემის განცდას.

წარსული მიღწევების აღიარება და ახალი ხედვის შეთავაზება :

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ რამე არასწორად კეთდებოდა, პირიქით, ყველაფერი, რაც გაკეთდა, იყო სწორად გააზრებული ნაბიჯი. ახლა დროა, ამ მყარ საფუძველზე ავაშენოთ ახალი მენეჯმენტური სისტემა, სადაც პროფესიონალიზმი და ადამიანურობა ერთად იმუშავებს,“ – აცხადებს ჭიღლაძე.

გამჭვირვალობა, კვლევები და საზოგადოებრივი ჩართულობა :

ლევან ჭიღლაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზოგადოებრივი აზრის კვლევებსა და გამჭვირვალობას.

მისი აზრით, ადვოკატთა ასოციაციამ პერიოდულად უნდა ჩაატაროს კვლევები – როგორ აღიქვამს საზოგადოება ადვოკატს, რა გამოწვევები არსებობს მომხმარებლის მხრიდან და როგორ შეიძლება პროფესიული იმიჯის გაუმჯობესება.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ფიქრობს ხალხი ჩვენზე. მხოლოდ ასე შევძლებთ, რეალურად განვსაზღვროთ რეფორმის საჭიროება და მოვახდინოთ ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებთან,“ – ამბობს ის.

ამ მიდგომით, ჭიღლაძე მიზნად ისახავს ასოციაციის გახსნას საზოგადოების წინაშე, რაც გააძლიერებს ნდობას პროფესიისადმი და გააუმჯობესებს ადვოკატურის რეპუტაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.

დასკვნა :

ლევან ჭიღლაძის პროგრამა წარმოადგენს ახალ სიტყვას ადვოკატურის მართვის კულტურაში.

მისი ინიციატივა ემიგრანტების მხარდასაჭერად, მენეჯმენტური და ეთიკური სისტემის განახლება, ასევე საზოგადოებასთან გახსნილი ურთიერთობა, ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ადვოკატთა ასოციაციას ახალ დონეზე აიყვანს.

მისი ხედვა აერთიანებს ტრადიციის პატივისცემასა და თანამედროვე მოთხოვნების გააზრებას, რაც აჩვენებს, რომ ლევან ჭიღლაძე მხოლოდ ადვოკატი კი არა, პასუხისმგებლიანი ლიდერია, რომელიც მზადაა, თავისი ცოდნა, გამოცდილება და ინოვაციური იდეები საზოგადოების სამსახურში ჩააყენოს.

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor