• December

    16

    2025
  • 68
  • 0
ადვოკატ ლევან ჭიღლაძის საჯარო მადლობა და სამომავლო გეგმები არჩევნების შემდეგ

ადვოკატ ლევან ჭიღლაძის საჯარო მადლობა და სამომავლო გეგმები არჩევნების შემდეგ

ადვოკატთა ასოციაციაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ადვოკატი ლევან ჭიღლაძე საკუთარ საჯარო პოსტს აქვეყნებს. ამ პოსტით, იგი ღრმა მადლიერებას გამოხატავს იმ მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების მიმართ, რომლებმაც მისი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში უანგარო და პროფესიული მხარდაჭერა აღმოუჩინეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბატონი ჭიღლაძე მადლობას უხდის საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტოს ,,GEO NEWS”,  სადაც ხაზგასმულია დამფუძნებლის, ქალბატონ ქეთი ხომერიკის და აღმასრულებელი რედაქტორის, ბატონ ირაკლი კერესელიძის პროფესიული და უანგარო მხარდაჭერა.

,,GEO NEWS” უცვლელად გთავაზობთ ადვოკატ ლევან ჭიღლაძის საჯარო მიმართვას, რომელშიც ის ასევე საუბრობს სამართლის ჟურნალისტის ამპლუაში მიღებულ ჯილდოზე, და ადასტურებს, რომ მომავალშიც გააგრძელებს ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ ორ პროფესიულ ფრონტზე, როგორც ადვოკატი და ჟურნალისტი.

,,როცა მადლიერების ნიშნად სიტყვები უძლურია

დასრულდა ადვოკატთა ასოციაციაში ჩემი არჩევნები და აქვე საინფორმაციო მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდი საინფორმაციო სააგენტოს ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელს, ქალბატონ ქეთი ხომერიკს და მის აღმასრულებელ რედაქტორს ბატონ ირაკლი კერესელიძეს პროფესიული უანგარობისთვის.

განსაკუთრებულია ,,ასავალ დასავალის” რედაქტორის ბატონ ლაშა ნადარეიშვილისა და მისი ჟურნალისტის ბატონ დიტო ჩუბინიძის მხარდაჭერა, რადგან საკმაოდ ვრცლად გააშუქეს ჩემი საარჩევნო პროგრამა.

უზომო პატივისცემა ჟურნალისტს ქ-ნ თეა მაჭარაშვილს მეგობრებო, .ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მთელი ჩემი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში სრულიად უანგაროდ მხარს მიჭერდნენ.

ძალიან დიდი მადლობა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტს, ქ-ნ ეთერ ჯიშკარიანს მადლობის სიგელის გადმოცემისათვის და აქვე არ მავიწყდება ,,საერთო გაზეთის” რედაქციის მთელი კოლექტივის გვერდით დგომა. მთელი ორი წლის განმავლობაში. რომ არა მათი მხარდაჭერა, ალბათ ჩემი წერილები მზის სინათლეს ვერ ნახავდა და ის პრიზი რომელიც ჟურნალისტთა ფონდმა, როგორც სამართლის ჟურნალისტს გადმომცა ,,საერთო გაზეთის” გარეშე ვერ იქნებოდა !

როგორც სამართლის ჟურნალისტი და ადვოკატი ისევ გავაგრძელებ ორ პროფესიულ ფრონტზე ბრძოლას და მუდამ ვიქნები ოპონირებაში უსამართლობასთან” !

P.S. ,,GEO NEWS” მადლობას უხდის ლევან ჭიღლაძეს და წარმატებებს უსურვებს.

მოამზადა თამთა მაისურაძემ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor