
- By Keti Khomeriki
- In რეგიონები, სამართალი
ავარიას ჩოხატაურში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ავარიას ჩოხატაურში ექიმი ემსხვერპლა.
როგორც ირკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთი ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულთან, დღეს, 19 იანვარს მოხდა.
ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
,,GEO NEWS” გურიიდან




