• July

    21

    2024
  • 71
  • 0
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დაკავებულ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დაკავებულ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.

დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებით იშუამდგომლა, რაც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არ დააკმაყოფილა.

პროკურორის განცხადებით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor