
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები აცხადებენ, რომ აფასებენ დონალდ ტრამპის როლს სამშვიდობო პროცესში
აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამშვიდობო პროცესში მიღწეული შედეგებისთვის მადლობას უხდიან.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აფასებს ტრამპის მნიშვნელოვან როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლასა და ვაშინგტონის ისტორიული სამიტის მასპინძლობაში.
„თქვენ ხართ აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის მარადიული მეგობრობისა და ახალი სტრატეგიული პარტნიორობის არქიტექტორი. დიდად ვაფასებ ჩვენს მეგობრობას“, – წერს, ალიევი სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ადასტურებს ერთგულებას მშვიდობის შემდგომი ინსტიტუციონალიზაციისა და „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ განხორციელების მიმართ.





