• May

    14

    2025
  • 116
  • 0
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთმა სასაზღვრო ზონაში ცეცხლი გახსნა, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი ინფორმაციას უარყოფენ

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთმა სასაზღვრო ზონაში ცეცხლი გახსნა, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი ინფორმაციას უარყოფენ

აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 მაისს, 20:45 საათიდან 21:30 საათამდე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორისისა და ჭამბარაკის მიმართულებით განლაგებული პოზიციებიდან აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლსასროლი იარაღიდან პერიოდულად ცეცხლი გაუხსნეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა მითითებულ მიმართულებებზე ადეკვატური კონტრზომები მიიღეს.

ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ერევანში უარყოფენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის მტკიცება ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor