• September

    29

    2023
  • 109
  • 0
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, აზერბაიჯანს სურს, რომ ყარაბაღის სომეხი მცხოვრებლები ამ ტერიტორიაზე დარჩნენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, აზერბაიჯანს სურს, რომ ყარაბაღის სომეხი მცხოვრებლები ამ ტერიტორიაზე დარჩნენ

აზერბაიჯანის ხელისუფლება უახლოეს დღეებში ყარაბაღში გაერო-ს მისიის ვიზიტის ორგანიზებას გეგმავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა CBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, აზერბაიჯანს სურს, რომ ყარაბაღის სომეხი მცხოვრებლები ამ ტერიტორიაზე დარჩნენ.

„აზერბაიჯანს აქვს ყოვლისმომცველი გეგმა მათთვის ცხოვრების უსაფრთხო და საუკეთესო პირობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, მათ შეუძლიათ, თავისუფლად დატოვონ ტერიტორია, თუ მოისურვებენ. აზერბაიჯანს არასდროს ჰქონია და არც ახლა აქვს გეგმაში, აიძულოს ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა, თავიანთი საცხოვრებლები დატოვონ. პირიქით, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სრულად უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, თუ ისინი ყარაბაღში დარჩებიან. ჩვენ გვინდა ეს. აზერბაიჯანი განაგრძობს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოწოდებებს. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს უფლება, წინააღმდეგობა გავუწიოთ მათი გადაადგილების თავისუფლებას. ეს თითოეულის სუვერენული და პირადი არჩევანია“, – განაცხადა ჰაჯიევმა.

ამასთან, ალიევის თანაშემწემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს არასდროს გამოუყენებია ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მისი თქმით, ტერმინის – „ეთნიკურ წმენდა“ გამოყენება შეურაცხმყოფელია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor