• November

    12

    2024
  • 70
  • 0
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას ასახავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას ასახავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, ალიევმა კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მათივე ცნობით, ალიევმა შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების შედეგები ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

„ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ალიევს მილოცვისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მყარ ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში.

ალიევმა კობახიძე ოფიციალური ვიზიტით მიიწვია აზერბაიჯანში, საპასუხოდ კი კობახიძემ ალიევი თბილისში მიიწვია. ლიდერებმა მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს და ერთმანეთის მიწვევები მიიღეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor