• September

    10

    2023
  • 77
  • 0
აზერბაიჯანი ყარაბაღი-სომხეთის გზის გახსნაზე შეთანხმების მიღწევას უარყოფს

აზერბაიჯანი ყარაბაღი-სომხეთის გზის გახსნაზე შეთანხმების მიღწევას უარყოფს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მრჩეველი, ჰიკმეტ ჰაჯიევი უარყოფს ინფორმაციას, რომ ბაქომ ყარაბაღის ე.წ. “ხელისუფლებასთან” მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანისა და სომხეთისკენ მიმავალი გზების გახსნის შესახებ.

ჰაჯიევი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყარაბაღის არალეგალური რეჟიმი არ დაეთანხმა ბაქოს შეთავაზებას გზების ერთდროულად გახსნასთან დაკავშირებით.

ჰაჯიევი განმარტავს, რომ აზერბაიჯანი შეინარჩუნებს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს ლაჩინის დერეფანზე, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. მისი თქმით, პირველად 1988 წლის შემდეგ აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის გაიხსნება, რაც ბაქოს მთავარი მოთხოვნაა.

სომხურმა მედიამ შაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის “ოფიციალური პირები” დაეთანხმნენ ბაქოს მოთხოვნებს, გაეხსნათ აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა ლაჩინის დერეფნის ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ. ყარაბაღის “ოფიციალური პირების” მტკიცებით, მათ ეს გადაწყვეტილება რეგიონში “მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების” გათვალისწინებით მიიღეს.

ამასთან, ჰაჯიევმა Reuters დაუდასტურა, რომ ე.წ. ყარაბაღის ხელისუფლება, სომხეთისკენ გზის გახსნის სანაცვლოდ, აზერბაიჯანიდან დახმარების ტვირთების ტერიტორიაზე შესვლას დასთანხმდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor