• December

    26

    2023
  • 126
  • 0
აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა

აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა

აზერბაიჯანში ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი ან ბუიონი სამინისტროში დაიბარეს, რათა ეცნობებინათ, რომ საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გაძევებულია ქვეყნიდან მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუთავსებელი მოქმედების გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ ქვეყნის დატოვებისთვის 48 საათი მისცა.

უცნობია, კონკრეტულად რა გახდა საელჩოს თანამშრომლების გაძევების მიზეზი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოვლინდა ფრანგული ჯაშუშური ქსელი, რომლის საქმიანობაც ვრცელდებოდა სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, უკრაინასა და მოლდოვაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor