• October

    21

    2025
  • 27
  • 0
აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები მოხსნა

აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები მოხსნა

აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები მოხსნა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარ ტოკაევთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯან-სომხეთს შორის მშვიდობა რეალურია და პრაქტიკულადაც ხორციელდება.

„აზერბაიჯანმა სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა, რომელიც ოკუპაციის შემდეგ არსებობდა და პირველი ასეთი სატრანზიტო ტვირთი ყაზახური მარცვლეულის სომხეთში გადაზიდვა იყო. ეს ასევე კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა აღარ არის მხოლოდ ქაღალდზე, არამედ პრაქტიკაშიც“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor