
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ილჰამ ალიევი დსთ-ს სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს
„აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ილჰამ ალიევი ბაქოში დაბრუნდა.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს დაურეკა და შეატყობინა, რომ ავიაკატასტროფის გამო დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
აზერბაიჯანული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის, Embraer 190-ის ბორტზე 62 მგზავრია და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 29 ადამიანი გადაურჩა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.





