• March

    9

    2026
  • 48
  • 0
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მასუდ ფეზეშქიანმა ​ილჰამ ალიევს ტელეფონით დაურეკა და მადლობა გადაუხადა ირანის საელჩოში ვიზიტისა და აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის გამო სამძიმრისთვის

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მასუდ ფეზეშქიანმა ​ილჰამ ალიევს ტელეფონით დაურეკა და მადლობა გადაუხადა ირანის საელჩოში ვიზიტისა და აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის გამო სამძიმრისთვის

8 მარტს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ტელეფონით დაურეკა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირანის პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას ბაქოში ირანის საელჩოში ვიზიტისა და ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის დაღუპვის გამო სამძიმრის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანში ირანის საელჩოში ვიზიტისთვის, რათა სამძიმარი გამოეხატა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა საიდ ალი ხამენეის და მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალების გამო, ასევე ირანისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის სურვილისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor