
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
აზერბაიჯანში დააკავეს ირანელი მამაკაცი, რომელიც ისრაელის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა
აზერბაიჯანში დააკავეს ირანელი მამაკაცი, რომელიც ისრაელის საელჩოს აფეთქებას გეგმავდა.
ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ირანელი, რომელიც საელჩოში შესვლას იარაღით ცდილობდა, აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის მიერ მ.ჰ. ჰუსეინზადეს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ბაქოს საბაილის რაიონულ სასამართლოში განიხილეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მ.ჰ. ჰუსეინზადეს აღკვეთის ღონისძიების სახით ოთხი თვით პატიმრობა შეეფარდა.





