• January

    22

    2025
  • 122
  • 0
ათენში ქართველი ემიგრანტი, ნინო ბოჭორიშვილი გარდაიცვალა

ათენში ქართველი ემიგრანტი, ნინო ბოჭორიშვილი გარდაიცვალა

ათენში ქართველი ემიგრანტი, ნინო ბოჭორიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს :

,,გარდაიცვალა ემიგრანტი ათენში, ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ნინო ბოჭორიშვილი. მთელი საბერძნეთის, ათენის ემიგრაცია ტირის.

მხოლოდ შენი სახელი დაგვიტოვა ულმობელმა და დაუნდობელმა სიკვდილმა. მოულოდნელად შეწყდა შენი გულისცემა. მრავალწლიან ემიგრაციაში დაასრულე შენი სიცოცხლე.

ვაი, რომ ძალიან ძნელია და უზომოდ ტკივილიანი ეს დღე შენი უბედური ოჯახისთვის.
რა დაუნდობელი ყოფილა ეს ცხოვრება. ნუთუ არ შეიძლებოდა, გეცოცხლა… ყველას ემახსოვრება შენი დიდი სითბო და სიყვარული.

ავბედითი დღეა დღეს… ულმობელმა სიკვდილმა გაგვტაცა შენი თავი. ყველასთვის კარგი და კეთილი ადამიანი იყავი. ალბათ, უფალმაც ამიტომ გადაგიყვანა თავისთან, მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი.

ყოველთვის მოგიგონებთ და გვემახსოვრები. ვერავინ და ვერაფერი შეცვლის შენს ადგილს. ჩვენს დამსხვრეულ გულებში შენი სიყვარული ყოველთვის იცოცხლებს. მხოლოდ მოუშუშებელ იარად დაგვრჩება შენი არყოფნა.

ათენის ემიგრანტებს შენი ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს ყოველთვის ემახსოვრებათ შენი ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, ჩვენო უიღბლო, ჩვენო გაუხარელო, ჩვენო უსახელო გმირო ქართველო ემიგრანტო…

,,შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული”, -წერს სიხარულიძე.

,,GEO NEWS” მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახს. 

მომაზადა-ირაკლი გიორგაძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor