• October

    10

    2023
  • 79
  • 0
აიათოლა ალი ხამენეი – ჩვენ ხელზე ვემთხვევით ყველას, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა

აიათოლა ალი ხამენეი – ჩვენ ხელზე ვემთხვევით ყველას, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი უარყოფს ირანის ჩართულობას 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში.

„რეჟიმის მხარდამჭერები და ზოგიერთი თავად უზურპატორული რეჟიმის შიგნით ყალბ განცხადებებს აკეთებდა გასული დღეების განმავლობაში და ასეც აგრძელებენ. მათ შორის აცხადებენ, რომ ირანი დგას ამ მოძრაობის უკან. ისინი ცდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცავთ პალესტინას, ჩვენ ვიცავთ ბრძოლას და ხელზე ვემთხვევით იმ ჭკვიან და მამაც პალესტინელ ახალგაზრდებს, რომელთაც დაგეგმეს თავდასხმა სიონისტურ რეჟიმზე. ჩვენ ვამაყობთ მათით. ვინც ირწმუნება, რომ არაპალესტინელები დგანან იმის უკან, რასაც პალესტინელები აკეთებენ, ისინი არ იცნობენ პალესტინელ ერს. სათანადოდ ვერ აფასებენ პალესტინის მთავრობას. გამანადგურებელმა სტიქიამ გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომლის აღდგენა მარტივი არ იქნება. სიონისტური რეჟიმის ქმედებებია ამ კატასტროფაში დამნაშავე“, – განაცხადა ხამენეიმ.

აღსანიშნავია, რომ ირანი „ჰამასის“ მხარდამჭერ ძალად მოიაზრება, რომელიც დაჯგუფების წვრთნებსა და შეიარაღების მიწოდებას უზრუნველყოფს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor