• November

    18

    2025
  • 99
  • 0
აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებაზე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებაზე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი უკვე წარედგინა საკანონმდებლო ორგანოს.

მათივე ცნობით, შემუშავებული ცვლილებების თანახმად: ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში, საქართველოში შემოტანა დაექვემდებარება ნებართვას.

„მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე. ამასთან, ძალაში რჩება მოქმედი ნორმები, რომლითაც ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნას მხოლოდ პოლიციის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე უშვებს; გარდა ამისა, პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება, დაადგინოს აკუსტიკური იარაღის შეძენაზე შეზღუდვები როგორც რაოდენობის, ისე შეძენის პერიოდულობის კუთხით; გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) იმპორტი დაექვემდებარება ნებართვას; გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე; გარდა ამისა, ელექტროშოკური მოწყობილობა აიკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები, საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად, შეძლებენ ელექტროშოკური მოწყობილობის შემოტანას და გამოყენებას“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor