• September

    14

    2023
  • 132
  • 0

ალეკო ელისაშვილი – ყველაფერი მიანიშნებს, რომ „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის სერიოზულად ემზადება, ის, რომ დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს, ამის დასტურია

ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ძალიან სერიოზულად ემზადება და თითოეულ ხმას ითვლის, ის, რომ დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს, ამის დასტურია, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ სერგეენკო მაჟორიტარი დეპუტატია, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე „ქართული ოცნების“ სიით ვერ შევა.

„თავის მხრივ, სერგეენკოც დაეხმარა „ქართულ ოცნებას“, რადგან მან 15 ივნისამდე წასვლის თაობაზე განცხადება არ დაწერა და შესაბამისად, საბურთალოზე მაჟორიტარული არჩევნები არ დაინიშნა. როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ თითოეულ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის მნიშვნელობა აქვს დავით სერგეენკოს ხმასაც. ყველაზე დიდი საფრთხე „ნაციონალურ მოძრაობაშია“. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი მხრივ ზურაბიშვილს და მეორე მხრივ „ქართულ ოცნებას“ ევაჭრება როგორც შეუძლია – ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაა. არ გამოვრიცხავ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგმა წევრმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა ელისაშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor