• December

    12

    2025
  • 46
  • 0
ალექსანდრე დარახველიძე – იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარვუდგინე შეთანხმების პროექტი, რაც ჩვენს სანაპირო დაცვას საშუალებას მისცემს, თურქეთთან ერთად ნატო-ს ფარგლებში წვრთნა გაიმართოს

ალექსანდრე დარახველიძე – იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარვუდგინე შეთანხმების პროექტი, რაც ჩვენს სანაპირო დაცვას საშუალებას მისცემს, თურქეთთან ერთად ნატო-ს ფარგლებში წვრთნა გაიმართოს

ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველია, ვისაც საშუალება მიეცა, ნატო-ს წევრ ქვეყანასთან ერთად სწავლება განეხორციელებინა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს საბერძნეთთან.

„პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შეთანხმების პროექტი წარვუდგინე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის მხარეს შორის შეთანხმების გაფორმებას ნატო-ს ეგიდით, რაც ჩვენს სანაპირო დაცვას საშუალებას მისცემს, თურქულ მხარესთან ერთად ნატო-ს ფარგლებში შესაბამისი წვრთნა გამართოს.

საქართველოს მსგავსი შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს საბერძნეთთან. ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველია, ვისაც საშუალება მიეცა, ნატო-ს წევრ ქვეყანასთან ერთად მსგავსი სწავლება განეხორციელებინა. ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი სანაპირო დაცვისთვის, რომელიც თავსებადია ნატო-ს შესაბამისს სტანდარტებთან“, – განაცხადა დარახველიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor