• March

    3

    2025
  • 161
  • 0
ალექსანდრე კობაიძე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიის გაკვეთილების დაბრუნების აუცილებლობას ხედავს

ალექსანდრე კობაიძე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიის გაკვეთილების დაბრუნების აუცილებლობას ხედავს

მთავარი ღირებულება, რაც უმნიშვნელოვანესია, სწორი ფასეულობებით ადამიანების აღზრდა და მომავალ თაობაზე ისეთი ზრუნვაა, რაც საქართველოს პატრიოტულად განწყობილ და სამშობლოზე შეყვარებულ მომავალ თაობას აღზრდის, რომლის მთავარი საზრუნავი სამშობლოს მომავალ კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნება, რაც უპირველესად,  საქართველოს თვითმყოფადობის და ოჯახური ფასეულობების შენარჩუნება-განმტკიცებას განაპირობებს. ამისთვის აუცილებელია, რომ ისეთი სოციალური ინსტიტუტების შიგნით, როგორიცაა საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებები, სათანადო სულიერების შემტანი აკადემიური დისციპლინები იყოს დანერგილი, მათ შორის, ისეთი, რაზეც ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე საუბრობს.

ალექსანდრე კობაიძე ამ საკითხზე საკუთარ ხედვას თანმიმდევრულად გვაცნობს. ვიფქრობთ, ეს თემა ჩვენი მკითხველისთვის საკუთარი აქტუალურობიდან გამომდინარე, საინტერესო და სასარგებლო იქნება, ამიტომაც ჩვენ ამ საკითხზე საზოგადოებრივ დისკუსიას ვხსნით და მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ მხარეს ვიწვევთ.

,,GEO NEWS” ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს ესაუბრა. 

არის თუ არა მართმადიდებლებად მომავალი თაობის აღზრდა უკეთესი პატრიოტებისა და სამშობლოს მოყვარული ახალი თაობის მიღების გარანტია და რამდენად აუცილებელია რელიგიური განათლების შემოტანა სკოლებში ?

-დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ რელიგიის გაკვეთილის სწავლა სასწავლო დაწესებულებებში აღდგეს. ჩვენი ქვეყნის იდენტობა მართმადიდებლურ რელიგიაზე დგას და თუ მომავალ თაობას ნაკლები ინფორმაცია ექნება მის რელიგიაზე, არის რისკი იმისა, რომ ადვილად მოსწყდნენ ქვეყანას და ქართველობა მათვის მხოლოდ პასპორტში  ჩანაწერი იყოს. ეს ასე, რომ არ მოხდეს, ბავშვმა ბავშობიდან უნდა იცოდეს  რელიგიის ისტორია, ლოცვა და სხვა რელიგიური საწყისები. ეს ხელს შეუწყობს მის განვითარებას, მის სულიერებას და ადამიანად ჩამოყალიბებას.

არის თუ არა აუცილებელი ამის საკანონმდებლო დონეზე გამყარება თუ მინისტრის ბრძანება საკმარისი იქნება ?

-რაც შეეხება საკანონმდებლო საკითხს, შესაძლებელია, როგორც ნორმატიული კანონის მიღება, ისე მინისტრის ბრძანებითაც ამ საკითხის დარეგულირება.

რა აქტივობებს გეგმავთ ამ თემის შემდგომი ადვოკატირებისთვის ?

-ვაპირებთ, რომ სხვადასხვა აქტივობა დავგეგმოთ. მათ შორის, საპატრიარქოს, განათლების სამინისტროს და საკანონმდებლო ორგანოს ჩართვას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, საზოგადოების ჩართვასაც, ვისაც  ეს საკითხი აღელვებს. ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე ფართო შეხვედრები გავმართოთ საზოგადოებასთან.

თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor