• December

    14

    2024
  • 130
  • 0
ალექსანდრე კობაიძე : ,,პოლიცია მოწოდებულია, რომ დაიცვას სამართლიანობა და უსაფრთხოება…რასაც საქართველოში სამართალდამცავები აღწევენ, ამისთვის მხოლოდ მადლობა ეკუთვნით”

ალექსანდრე კობაიძე : ,,პოლიცია მოწოდებულია, რომ დაიცვას სამართლიანობა და უსაფრთხოება…რასაც საქართველოში სამართალდამცავები აღწევენ, ამისთვის მხოლოდ მადლობა ეკუთვნით”

,,GEO NEWS” საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს ესაუბრა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველა საფრთხის მატარებელი პროცესი ახლო მომავალში ჩაწყნარდება, რაც ზუსტი გარანტიაა იმისა, რომ საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს მოვესწრებით.

ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაფასებდით, დღევანდელ მდგომარეობას და როგორ მიგაჩნიათ, ის რაც ახლა ხდება რამდენად არის გამოყენებული გარკვეული ძალებისაგან იმისთვის, რომ საქართველოს მომავალს და სტაბილურობას საფრთხე შეექმნას ?

მთავარია, რომ ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა. სამართალდამცავებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ სისხლი არ დაღვრილიყო და სახელმწიფო გადატრიალება არ მომხდარიყო. ეს ყოველივე დასაფასებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ,,მაიდნის” სცენარი, რომელიც დაგეგმილი იყო, ვეღარ განხორციელდება.

საინტერესო ის არის, რომ ევროპელი პარლამენტარები საქართველოში ჩამოდიან და აქციებზე მიდიან პირდაპირ, რითაც ფაქტობრივი წახალისება ხდება თბილისში არეულობებისა და საქართველოს მიმართ უპატივცემულობის დემონსტრაციულ გამოხატვას აქვს ადგილი.

სუს-ის განცხადებას მოსალოდნელი მსხვერპლის თაობაზე როგორ შეაფასებდით და რამდენად შეიძლება ამან მიიღოს მძიმე ფორმები და ჰქონდეს ტრაგიკული დასასრული ?

როდესაც შენ პოლიციას ან ნებისმიერ ადამიანს ამხელა სიმძლავრის პიროტექნიკას ესვრი, ფაქტობრივად, კრიმინალს სჩადიხარ, რადგანაც ამან შეიძლება ადამიანი დაასახიჩროს, ან სულაც მოკლას. რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაული და როდესაც ამ დამნაშავეების მიმართ პროპორციული ძალების გამოყენება ხდება, ალბათ ეს, არც არავის უნდა უკვირდეს, რადგან ასე ხდება მთელ მსოფლიოში. პოლიცია მოწოდებულია, რომ დაიცვას სამართლიანობა და უსაფრთხოება და რასაც საქართველოში სამართალდამცავები აღწევენ, ამისთვის მხოლოდ მადლობა ეკუთვნით. როდესაც ვიღაც ცეცხლოვან ფეირვერკებს და სხვადასხვა ნივთებს გესვრის, შენ წყალი გააფრქვიო, ამაში არაპროპორციული არაფერია, ამიტომაც მინდა აღვნიშნო, რომ საერთო ჯამში, პოლიცია არ გასცდენია საკუთარ უფლებამოსილებას, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ინდივიდუალურ გადაცდომებს, როგორც პოლიციის ცალკეული პირების, ისე მომიტინგეების მხრიდან. ეს ფაქტები გამოძიებული უნდა იქნას და ასე გაეცეს პასუხი ყველა კითხვას. სამწუხაროდ, ტელევიზიები სპეციალურად აბავენ მძიმე სურათს და ამით მოსახლეობასაც ზაფრავენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ძალადობის პარალელურად, ისეთი სახის პერფორმანსები იდგმება, რაც პირდაპირ ქართული მართლმადიდებლური იდენტობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ალბათ გინახავთ ის ეპიზოდი, როცა კუბო დაწვეს წმინდა სიმბოლოებით….

-რუსთაველზე ძირითადი ბირთვი არის ის საზოგადოება, რომელიც ყველაფერ ქართულს ეწინააღმდეგება, რასაც არც მალავენ, შესაბამისად მართლმადიდებლობა ამ ხალხისათვის რაღაც არქაული გადმონაშთია და არა ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ამიტომაც ხდება ის, რასაც ვხედავთ. ასევე აღსანიშნავია, რომ წინა რიგებში დგას ,,ლგბტ” საზოგადოება, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია აქციაზე და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი ცხოვრების წესი საქართველოში დომინანტური გახდეს. ისინი თავს ახვევენ უმცირესობის აზრს უმრავლესობას და უნდათ თავისი ცხოვრების წესი დომინანტური გახადონ ქართულ საზოგადოებაში, რაშიც პრაქტიკულ დახმარებას ევროპელი თანამდებობის პირებიც უწევენ, ეს კი ჩვენს სახელმწიფოზე ორგანიზებული თავდასხმის პროცესის მაჩვენებელია.

დაბოლოს, თქვენი აზრით, როგორ დასრულდება დღეს მიმდინარე პროცესები ?

-ყველა პროცესი, რომელიც დღეს აქტიურად მიმდინარეობს და გარკვეული საფრთხის მატარებელია საქართველოსათვის, ახლო მომავალში ჩაწყნარდება და მშვიდი ვითარება დაისადგურებს, რაც ზუსტი გარანტიაა იმისა, რომ საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს მოვესწრებით.

ირაკლი გიორგაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor