• June

    11

    2025
  • 113
  • 0
ალექსანდრე წულაძე – საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისმა სამიტმა არაერთი ხელშესახები შედეგი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, უფრო გაფართოვდება თანამშრომლობის სფეროები

ალექსანდრე წულაძე – საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისმა სამიტმა არაერთი ხელშესახები შედეგი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, უფრო გაფართოვდება თანამშრომლობის სფეროები

დღეს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში, ფაქტობრივად, მთელი მთავრობის შემადგენლობით. საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისმა სამიტმა არაერთი ხელშესახები შედეგი მოუტანა უკვე ჩვენს ქვეყანას და, დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდება თანამშრომლობის სფეროები საქართველოსა და უნგრეთს შორის, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება მნიშვნელოვანი შეთანხმებები სამინისტროებს შორის, რაც პირდაპირ აისახება როგორც საქართველოს, ისე უნგრეთის მოქალაქეებზე.

„უმაღლესი განათლების სამივე დონეზე, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრამა – Stipendium Hungaricum-ი, რომლის საშუალებითაც ქართველ სტუდენტებს აქვთ საშუალება, განათლება მიიღონ უნგრულ უნივერსიტეტებში და ეს ყველაფერი სრულად ფინანსდება უნგრული მხარის მიერ. ასევე, მათ ენიშნებათ სპეციალური სტიპენდია საქართველოს მთავრობის მხრიდანაც. აღნიშნული პროგრამით ათეულობით სტუდენტი სარგებლობს და ჩვენი მიზანია ამ ფორმატის გაფართოება. ასევე, გვსურს კვლევით ნაწილში ქართველ და უნგრელ ახალგაზრდა მეცნიერებს შორის თანამშრომლობის გაფართოება და ახალგაზრდული მიმართულებით სხვადასხვა ახალი პროექტის დაწყება“, – აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor