• November

    7

    2024
  • 26
  • 0
ალექსანდრ ვუჩიჩი – ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის კონტინენტისთვის

ალექსანდრ ვუჩიჩი – ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის კონტინენტისთვის

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ეხმაურება.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, საუბარი შეეხო ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებულ საერთო გამოწვევებს.

„მე და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული საერთო გამოწვევების შესახებ. ხაზი გავუსვით ჩვენს მზადყოფნას სერბეთსა და საქართველოს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებასთან დაკავშირებით, ასევე აღვნიშნეთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ორმხრივი ურთიერთობების და თანამშრომლობის გაუმჯობესების მნიშვნელობა. ჩვენ შევთანხმდით, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთგულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის კონტინენტისთვის“, – აღნიშნავს ალექსანდრ ვუჩიჩი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor