
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალი ბაბაევის მიმართ ძალადობის ფაქტზე ალეკო ელისაშვილი დააკავა
ორიოდე დღის წინ, ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს, ბატონ ალი ბაბაევს რადიკალური ოპოზიციის წევრი ალეკო ელისაშვილი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შედეგად, ბატონი ბაბაევი ჰოსპიტალიზებული იქნა და გაეწია საჭირო სამედიცინო დახმარება.
დღევანდელი დღისთვის ბატონი ალი ბაბაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მკითხველს შევახსენებთ, რომ რადიკალი ოპოზიციონერი ალეკო ელისაშვილი მიდრეკილია ძალადობისკენ და ადრეც ფიზიკურად გასწორებია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს.
,,GEO NEWS” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, საიდანაც მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ალი ბაბაევის სცემის ფაქტზე დაკავებული იქნა ალეკო ელისაშვილი, სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.
ქეთი ხომერიკი





