• January

    23

    2025
  • 161
  • 0
ალი ბაბაევი : ,,მე ღირსებით დავდივარ ამ ქვეყანაზე, ელისაშვილი უღირსობაში იხრჩობა”

ალი ბაბაევი : ,,მე ღირსებით დავდივარ ამ ქვეყანაზე, ელისაშვილი უღირსობაში იხრჩობა”

ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის ბატონი ალი ბაბაევის პიროვნება, რომელიც გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწეა. ალი ბაბაევი 30 წელია, ქართულ პოლიტიკაშია. იგი საქართველოს გულანთებული პატრიოტი, ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრი, ეროვნებით აზერბაიჯანელი და ,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეა. ამასთან ერთად კაცი, რომელიც ამ ქვეყანაზე ღირსებით დადის და მის სიტყვასა და საქმეს საქართველოში დიდი ფასი აქვს. 

ე.წ. პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კი, დაქირავებული იაფასიანი ტორპედოა და საკუთარ სულსა და სხეულს იაფასიანი „სეკენდხენდური“ ფასით ყიდის, მათ შორის განურჩევლად მყიდველისა. მთავარია კიკუსი არ იყოს, ფული ჩაუკუჭონ, სადაც საჭიროა და ყველას „ტორპედო“ და „ხელის ბიჭი“ იქნება. ახლა იმ ხანდაზმულ თაღლით მამუკა ხაზარაძეს ემსახურება, რომელმაც გარკვეული პერიოდის წინ ,,რუსთავი 2″-ის ეთერით, როგორც იტყვიან, ყველა ნათესავი „მოუკითხა“. ამ უთავმოყვარეო არსებამ კი, მიუხედავად ამისა, ხაზარაძესთან პირად „შნირად“ მუშაობა დაიწყო. იმდენად არის გასული მომსახურების ზონიდან, რომ ღირსეულ ადამიანებს ფიზიკურად თავს ესხმის და არანაირ უმსგავსობაზე უარს არ ამბობს. 

მაგალითად : დღეს, ამ მასხარამ, საქალაქო სასამართლოში, მურიასავით წახალისებულმა ამგვარი უმსგავსობა თქვა მისივე თავდასხმის მსხვერპლზე :

,,მე რომ ვიღაცა ქეციანი, კაციშვილმა რომ არ იცის, ვინ ოხერია ეს ალი ბაბაევი და მას რომ შემოვცხე, რადგან რამდენჯერმე შემაგინა, ამის გამო თურმე პოლიტიკურად ვდევნი მას. მე არ მეშინია, ვიყავი, ვნახე, დიდი არაფერი საშიში იქ ( ციხეში ) არ არის. ნებისმიერმა მითხარით, ვინ იცით, ვინ ოხერია ალი ბაბევი ?!

აბსოლუტურად აბსურდია, რომ მე ვიღაც ალი ბაბაევი ვცემე. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, ვინ ოხერია ალი ბაბაევი, რომელიც თურმე ისეთი პოლიტიკური მოღვაწე ყოფილა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობით გადავრეულვარ, ქუჩაში ვეტაკე და არიქა…შემაგინა და მაგაზე მქონდა რეაქცია.

ვინ ოხერია ალი ბაბევი ?! შესაბამისად, ამას ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ დამიჭიროს.
მინდა ვუთხრა „ჯიგრებს“, რომ მე არ მეშინია, ვიყავი, ვნახე, დიდი არაფერი საშიში იქ არ არის. დაჭერისთვისაც და ციხეში წასვლისთვისაც მზად ვარ. არ ვიცი, ამათ თავში რა იხარშება, ამას ღმერთმა უწყის, ფაქტია, რომ არასწორი მუხლი მაქვს წარდგენილი.

მას რომ შემოვცხე, რადგან რამდენჯერმე შემაგინა, ამის გამო თურმე პოლიტიკურად ვდევნი.
ალი ბაბაევია თურმე პოლიტიკოსი და გახარია არაა პოლიტიკოსი. რა თქმა უნდა, აბსურდია. ჩემი დაჭერა თუ უნდათ, დამიჭირონ, არ მეშინია, აგერ ვარ”.

ალეკო ელისაშვილის მსგავსს შეურაცხყოფებზე კომენტარი ბატონ ალი ბაბაევს ვთხოვეთ, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულია და გამორჩეულად ღირსეული პიროვნებაა. 

ალი ბაბაევი : „ისეთ არარაობაზე, როგორიც ელისაშვილია კომენტარს არც უნდა ვაკეთებდე, თუმცა, რაკი მეკითხებით გეტყვით, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაზე წინ, ელისაშვილი ღირსებაში ჩაიჭრა, როგორც კაცი. მე მის გირაოთი გამოშვებას, როგორც დაზარალებული, არ შევეწინააღმდეგე. მან კი, როგორც მანამდე, დღესაც ვერაფერი გაიგო.

დედა რომ შემაგინა სწორედ მაგ დროს ვუთხარი, შენ დედის ღირსი არც ხარ-მეთქი, მეტი არაფერი….

იმედი მაქვს, სასამართლო ობიექტურად შეაფასებს ყველაფერს და სამართლიან სასჯელს მიიღებს. თქვენ კი გეტყვით, რომ მე ელისაშვილისგან განსხვავებით, ის კაცი არ ვარ, ვინც პარტიებსა და პრინციპებს იცვლის და ხეირის გამო აქეთ-იქეთ დახტის.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ,,ქართული ოცნების” დაარსების დღიდან ერთგულად ემსახურებით პარტიას და მის მრწამსს, რადგან ეს თქვენი ბუნებრივი ნიშანთვისებაა…

მე ჩემი სამშობლოს და ჩემი ხალხის ერთგული ჯარისკაცი ვარ.

P.S. განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ბატონი ალის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც იმითაც დასტურდება, რომ ის და არა ელისაშვილი უხდის საზოგადოებას ბოდიშს და ამით ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ნათქვამია. 

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor