
ალი ბაბაევი საქართველოს ხელისუფლების სიმტკიცეზე მიუთითებს და 2025 წელს მოსახლეობას სიმშვიდეს და სტაბილურობას უსურვებს
,,GEO NEWS” წარმოგიდგენთ ჩვენი რესპონდენტებისა და საქართველოს გამორჩეული პერსონების საახალწლო მილოცვებს :
,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, ,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე – ალი ბაბაევი;
მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ახალი წელი. ყველა პატრიოტ, წესიერ და ღირსეულ ადამიანს ვუსურვებ სტაბილურობას, მშვიდობას, განვითარებას.
მე მსურს, რომ დასრულდეს გარედან მართული არეულობა და ქვეყანამ განვითარების და წინსვლის გზა განაგრძოს. ჩვენს ბედზე თავად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და მომავალი თაობისთვის უკეთესი და უფრო ძლიერი საქართველო შევქმნათ.
ეს წელი ნამდვილად დაძაბული იყო. ვუსურვებდი საქართველოს, რომ 2025 წელი მშვიდობისა და სტაბილურობის პერიოდის დასაწყისი ყოფილიყოს, რაც ესოდენ გვესაჭიროება, როგორც პოლიტიკოსებს, ისე მთელ მოსახლეობას.
მოამზადა – ირაკლი გიორგაძემ
,,GEO NEWS”





