• January

    25

    2026
  • 70
  • 0
ალი ბაბაევი : ,,სტრატეგიული პარტნიორობა და ურყევი მეგობრობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საუკუნეებს მოიცავს”

ალი ბაბაევი : ,,სტრატეგიული პარტნიორობა და ურყევი მეგობრობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საუკუნეებს მოიცავს”

კეთილმეზობლობის სიმტკიცე !

საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა მხოლოდ გეოგრაფიული მეზობლობა არ არის – ეს არის საერთო ბედისწერისა და სტრატეგიული ინტერესების ერთობლიობა. ამ ურთიერთობების განმტკიცებაში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ბატონ ალი ბაბაევს, ,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” ხელმძღვანელს, რომლის მოღვაწეობაც ყოველთვის გამორჩეული იყო სახელმწიფოებრივი ხედვითა და მშვიდობისკენ სწრაფვით.

დღეს, როდესაც რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა იქმნება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის როლი.

მისი ლიდერობით აზერბაიჯანი ჩამოყალიბდა რეგიონის ეკონომიკურ ღერძად და საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად.

ბოლო პერიოდში დავოსის ფორუმზე გაჟღერებულ ინიციატივებთან, კერძოდ, ,,ზანგეზურის დერეფანთან” დაკავშირებული კრიტიკა აჩენს აუცილებლობას, საკითხს პროფესიონალური და მეგობრული პერსპექტივიდან შევხედოთ.

,,GEO NEWS” ამ საკითხებზე ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს, პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრს,  ,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ბატონ ალი ბაბაევს ესაუბრა. 

-ბატონო ალი, თქვენ ყოველთვის ხართ ხიდი ჩვენს ხალხებს შორის. როგორ შეაფასებდით დღეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს და იმ თავდასხმებს, რაც ბოლო დროს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მისამართით ისმის ?

-უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნების მეგობრობა დროს უძლებს. რაც შეეხება კრიტიკას, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიმართ გაჟღერდა, მათ შორის დავოსში გაკეთებული განცხადებების გამო, მიმაჩნია, რომ ეს არაადეკვატური და არაგონივრულია.

პრეზიდენტი ალიევი არის პრაგმატული ლიდერი, რომლის ყოველი ნაბიჯი რეგიონული განვითარებისკენ არის მიმართული. ზანგეზურის დერეფანი არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის პროექტი – ეს არის მთელი რეგიონის, მათ შორის საქართველოს, ეკონომიკური გაძლიერების ახალი შანსი.

როდესაც აზერბაიჯანი ძლიერდება, ეს ავტომატურად ნიშნავს უფრო ძლიერ და სტაბილურ საქართველოს.

ასევე აღნიშვნის ღირსია აუცილებლად ის დიდი პროექტები, რომლებიც ხორციელდება საქართველოსა და აზერბაიჟანს შორის და რაც კიდევ ერხელ ხაზს უსვავს ჩვენი ქვეყვების ძმობას – ასეთებია : თბილისი, ბაქო – სუფსა, ბაქო – თბილისი – ჯეიხანი, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა, ასევე დიდი ელექტროკაბელი, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის.

ზანგეზურს რაც შეეხება აღსანიშნავია, რომ ირანისა და სხვათა ტვირთები საქართველოში გაივლის და ეკონომიკის მდგრადობას უზრუნველყოფს.

-ბატონო ალი, ზოგიერთი ანალიტიკოსი ალიევის პოზიციას ხისტად აფასებს. თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანია ეს შეფასება ?

-იცით, კრიტიკა ყოველთვის ადვილია, როცა პროცესებს ზედაპირულად უყურებ. ილჰამ ალიევი არის სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც შესძლო აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრული აღდგენა და ქვეყნის გარდაქმნა გლობალურ ენერგეტიკულ მოთამაშედ. მისი საქმიანობა დადებითად აისახება თითოეულ ჩვენთაგანზე.

გადამეტებული კრიტიკა, რომელსაც ზოგჯერ ვხედავთ, ხშირად არასწორი ინფორმაციით, ან პოლიტიკური მიკერძოებით არის გამოწვეული. ალიევი ყოველთვის ხაზს უსვამს საქართველოსთან სტრატეგიული კავშირის მნიშვნელობას.

ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის, ის არის სტაბილურობის გარანტი.

-დაბოლოს, რას იტყოდით ,,ზანგეზურის დერეფნის” გავლენაზე ჩვენს რეგიონში ?

-ეს არის მშვიდობის დერეფანი.

ბატონმა ილჰამმა დავოსში ნათლად განმარტა, რომ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. ვინც ამას აკრიტიკებს, ვერ ხედავს დიდ სურათს : ახალი სატრანსპორტო არტერიები ნიშნავს მეტ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს და ნაკლებ კონფლიქტს.

პრეზიდენტ ალიევის როლი ამ პროცესში მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. ის არა მარტო საკუთარ ქვეყანაზე, არამედ კავკასიის, როგორც ერთიანი ორგანიზმის, კეთილდღეობაზე ზრუნავს.

დასკვნა :

ალი ბაბაევის პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ტანდემი ურყევია. ილჰამ ალიევის მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო კრიტიკის ფონზე, სიმართლე ერთია : მისი ლიდერობა რეგიონში მშვიდობისა და პროგრესის უმთავრესი საყრდენია.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor