
ალი ბაბაევი : ,,ძალადობა მიუღებელია – ,,ქართულ ოცნებაში” ჩაბუდებული პროვოკატორები ღუპავენ ქვეყანას”
საქართველოს პატრიოტს, ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს, პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრს, ,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ბატონ ალი ბაბაევს ძალადობისკენ მიდრეკილმა რადიკალმა, ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარტიული შეხედულების გამო სცემა და დაზიანებები მიაყენა.
,,GEO NEWS” ბატონ ალი ბაბაევს ექსკლუზიურად ესაუბრა.
–ბატონო ალი, მოგვიყევით ზუსტად როგორ მოხდა თქვენზე თავდასხმა ?
-51 -ე სკოლის მიმდებარედ არსებულ ,,ავერსის” აფთიაქში შევდიოდი, რა დროსაც მომესმა ლანძღვა-გინება ჩემი მიმართულებით, როცა ვიცანი ვუთხარი, ალეკო, რატომ იგინები-მეთქი, მაგრამ მან კიდევ მეტი შეურაცხყოფა მომაყენა არა მარტო მე, არამედ ჩემს პარტიასაც. გვლანძღავდა. შემდეგ არაერთხელ დამარტყა ხელი, ბოლოს ფეხიც დამაყოლა, რის შედეგადაც მომიწია ჰოსპიტალიზაცია, რადგან დაცემისას თავი დავარტყი და დავზარალდი.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს, რომელიც დროულად მოვიდა, ადგილზევე გამიწია მედიკამენტოზური დახმარება და ქავთარაძეზე ,,კავკასიის” მედი ცენტრში” გადამიყვანა, სადაც კვალიფიციური დახმარება გამეწია. ერთი დღე იქვე დამტოვეს, მეორე დღეს კი, სახლში გამოვეწერე. ახლაც წოლითი რეჟიმი მაქვს. აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ჩემთან ერთად საავადმყოფოში მოიყვანეს პოლიციელი, რომელიც მიტინგზე სცემეს და ტუჩი და ცხვირი გაგლეჯილი ჰქონდა, უმოწყალოდ იყო ნაცემი, პრაქტიკულად გაწირული.
–ამ თვალსაზრისით როგორ შეაფასებდით პოლიციელებზე თავდასხმას ?
-მსგვასი თავდასხმები, ასეთი ძალადობა საქართველოში არ უნდა იყოს. საქარველოს უნდა მშვიდობა და სტაბილურობა, ამის ნაცვლად კი, ვხედავთ ნამდვილ ვანდალიზმს, რაც დაუშვებელია. რაც დღეს ქვეყანაში ხდება აღმაშფოთებელია, მით უფრო სტუდენტების გამოყენება ამ ბინძურ ამბებში.
სხვათა შორის, ალეკო ელისაშვილს კარგა ხანია ვიცნობ, გაოგნებული დავრჩი….როგორც ჩანს, ძალზედ გააღიზიანა სოციალურ ქსელში ჩემმა აქტიურობამ, რადგან ვგმობდი და ვგმობ ოპოზიციის ამაზრზენ და მოღალატეობრივ საქციელს. აი, სწორედ ამიტომ გავხდი ელისაშვილის თავდასხმის სამიზნე.
–ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბატონი ალი, კმაყოფილი ხართ თუ არა შსს-ს ოპერატიულობით და ელისაშვილის დაკავებით ?
-მე კმაყოფილი ვიქნები, როდესაც საქართველოში მშვიდობა იქნება. ასეთი ძალადობა საქართველოში, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს, ეს მიუღებელია. ეს ადამიანები ქვეყნის გავითარებას უშლიან ხელს, თუმცა, მე, დარწმუნებული ვარ, რომ ვერაფერს გახდებიან და იმ სოროებში შეძვრებიან, საიდანაც გამოძვრნენ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არ მოხდეს დიდი უბედურება.
წარმოიდგინეთ რადიკალებს იარაღი, რომ ჰქონოდათ ? საქართველოში რა უბედურება დატრიალდებოდა.
ჩვენი პარტიის მიზანი მშვიდობა და ქვეყნის განვითარებაა, რისთვისაც აუცილებელია ლუსტრაცია, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების, რადგან ინფორმაციები ჟონავს და ჟონავს. ასე რომ, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გაირკვეს ვინ არის ,,ქართული ოცნების” რეალური გულშემატკივარი და ვინ საბოტაჟნიკი და ჩანერგილი. ჩაბუდებული პროვოკატორები ღუპავენ ამ ქვეყანას.
ირაკლი გიორგაძე





