• September

    28

    2023
  • 133
  • 0
ალუდა ღუდუშაური – სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, რომ რადიკალი და წყალწაღებული ოპოზიციის რიგებში ნუ ჩაეწერება

ალუდა ღუდუშაური – სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, რომ რადიკალი და წყალწაღებული ოპოზიციის რიგებში ნუ ჩაეწერება

სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი და მოვუწოდებდი, რომ რადიკალი და წყალწაღებული ოპოზიციის რიგებში ნუ ჩაეწერება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„სულ უფრო და უფრო რთული ხდება იმ ლაბირინთებში გარკვევა, რასაც ეს ქალბატონი სჩადის. თვითონ არის დახლართული, გაუგონარ რაღაცეებს აკეთებს და აბსურდშია. რაც შეეხება მის ვიზიტებს, ქალბატონი პრეზიდენტი რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, პირდაპირ, ღიად გადავიდა კონსტიტუციის შტურმზე. როდესაც კეთდება რაიმე განცხადებები, თითქოს საქართველო არ დგას ცივილიზებულ სამყაროსთან, ქალბატონი პრეზიდენტი უნდა იყოს აქ მაინც შეუვალი და პრინციპული. მე მას ვურჩევდი და მოვუწოდებდი, რომ იმ რადიკალი და წყალწაღებული ოპოზიციის რიგებში ნუ ჩაეწერება.

მისივე თქმით, პრეზიდენტი, რომელიც პირველი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის უზენაესობისთვის მებრძოლი, სრულიად აშკარად არღვევს კონსტიტუციას და ფეხქვეშ თელავს.

ვერანაირ სუვერენიტეტზე, სახელმწიფოს ღირსებაზე, კანონის უზენაესობაზე ვერ ვისაუბრებთ, როდესაც პრეზიდენტმა ფეხქვეშ გაიგდო კონსტიტუცია. მის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ქეისი იქნება ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ფეხქვეშ თელავდეს და ასე უღირსად ეპყრობოდეს კონსტიტუციას. ახლა, როდესაც კონსტიტუცია ყველას თავზე გადაგვახია, ამაზე პასუხი ადეკვატური იქნება. ქალბატონ პრეზიდენტს ძირს გადაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაჭერინებთ. იძულებული გავხდით, ქალბატონმა პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია წაიკითხოს. ამას ქალბატონი პრეზიდენტი ინგლისურად იზამს, ფრანგულად თუ ქართულად ეს უკვე მისი ნებაა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor