
ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის პროცესი მცირე დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. ამერიკელებმა რიგით 47-ე პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. მათ არჩევანი მხოლოდ ორ კანდიდატს – დონალ ტრამპსა და კამილა ჰარის შორის უნდა გააკეთონ.
თუ ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი, ეს საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გაირკვევა.
რთულია წინასწარი შედეგების პროგნოზირება, რადგან არჩევნების საბოლოო შედეგებზე დიდ გავლენას მოახდენს მერყევი შტატების შედეგები, სადაც ტრამპსა და ჰარის მცირე სხვაობა აქვთ.
,,ფორფსი”-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში სამთავრობო შენობებსა და ბიზნეს ობიექტების გარშემო სამართალდამცავებმა დამცავი რკინის ჯებირები აღმართეს.
,,ფორფსის”-ვე ინფორმაციით, დამცავი ჯებირები აღმართულია თეთრ სახლთან და კაპიტოლიუმთან.
აღსანიშნავია, რომ არჩევნები უპრეცენდენტო მოვლენების ფონზე მიმდინარეობს.
ჰარისის სწრაფი რეიტინგის ზრდა, დონალ ტრამპის მიმართ ორჯერ განხორციელებული მკვლელობის მცდელობა და ჯო ბაიდენის მოულოდნელად შეცვლილი პოზიცია, რომელმაც არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა, ეს ყველაფერი უძღვოდა წინ დაძაბულ წინასაარჩევნო კამპანიას, სადაც პოლიტიკური ბრალდებებიც ისმოდა.
მოამზადა ირაკლი გუნიამ




