• February

    5

    2026
  • 82
  • 0
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს – დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველს, ჯონათან ასკონასსა და სპეციალურ თანაშემწეს, ჩარლზ იოკის საქართველოს საელჩოში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართულმა მხარემ კვლავ გამოხატა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლი და განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი. საუბარი შეეხო საერთაშორისო დონეზე მიმდინარე და განვითარებულ პროცესებს და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.

ამერიკულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა“,- აღნოშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor