• October

    11

    2023
  • 99
  • 0
ამირან სალუქვაძე : ისრაელმა ეგვიპტე გააფრთხილა, რომ ღაზასთვის ტვირთის მიწოდების შემთხვევაში, ეგვიპტის ტერიტორიაზე კოლონებს დაბომბავს

ამირან სალუქვაძე : ისრაელმა ეგვიპტე გააფრთხილა, რომ ღაზასთვის ტვირთის მიწოდების შემთხვევაში, ეგვიპტის ტერიტორიაზე კოლონებს დაბომბავს

,, ისრაელი აგრძელებს ღაზას სექტორზე საავიაციო-სარაკეტო შეტევებს. არის ნგრევა და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. განადგურებულია ,,ჰამასის” პოლიტბიუროს ორი წევრი”,-  ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

-ებრაელთა შორის დაღუპულთა რიცხვი 1000-დე გაიზარდა.

-ისრაელმა ეგვიპტე გააფრთხილა, რომ ღაზასთვის ტვირთის მიწოდების შემთხვევაში, ეგვიპტის ტერიტორიაზე კოლონებს დაბომბავს.

-ისრაელის ტრანსპორტის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მძღოლების რეზერვიდან გაწვევის გამო, შესაძლოა იყოს შეფერხებები ტრანსპორტის მუშაობაში.

-ჰესბოლას მიერ ისრაელის ჩრდილოეთით რამდენიმე რაკეტის გაშვება მოხდა. ეს არაა მასშტაბური სარაკეტო შეტევა და ჯერ არ უნდა ჩავთვალოთ ჰესბოლას საომარ მოქმედებებში ჩართვად.

-შეგახსენებთ, რომ ისრაელის მიერ ღაზაში საჯარისო ( სახმელეთო ) ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ჰესბოლა ომში ჩართვით იმუქრება. პირად ვერ ვიგებ საჰაერო შეტევის დროს რატომ არ ერთვება.

თუმცა კარგია, რომ კონფლიქტი ჯერ ლოკალურად მიმდინარეობს, რადგან მეტი შანსია უფრო მალე და ნაკლები მსხვერპლით დასრულდეს. ჰესბოლას სრულად ჩართვის შემთხვევაში, განვიტარება ძნელად პროგნოზირებადია.

ღია წყაროებით ცნობილია ჰესბოლას შემადგენლობა, აღჭურვა, მაგრამ მომზადების დონე მხოლოდ პრაქტიკაში გამოჩნდება. ამასთან ერთად, ასევე რთულია თქმა, ჰესბოლას ჩართვა გამოიწვევს თუ არა სხვა ქვეყნების ჩართვას.

-სხვადასხვა ქვეყნებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება.

-ვფიქრობ, დიპლომატია მუშაობს იმ მიმართულებით, რომ არ მოხდეს ომის გაფართოება. იმედი ვიქონიოთ”,- წერს ამირან სალუქვაძე.

,, Geo News ” 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor