• November

    4

    2024
  • 87
  • 0
ამხილა თუ არა ელისაშვილმა უნებლიედ მოსამართლე ხუჭუასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის არსებული ფარული კავშირები ?

ამხილა თუ არა ელისაშვილმა უნებლიედ მოსამართლე ხუჭუასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის არსებული ფარული კავშირები ?

საკუთარ ტყუილში დაკარგული ალეკო ელისაშვილი ,,ვირთხის დღეშია”.

კარძოდ, იმ დრომდე, ვიდრე თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა რამდენიმე საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებაზე საჯარო განცხადებას გაავრცელებდა, ალეკო ელისაშვილს ენამ წინ გაუსწრო და მოსამართლის გადაწყვეტილების თაობაზე წინასწარი ინფორმაციის ფლობა ერთ-ერთი მედია საშუალების ეთერში წამოაყრანტალა. 

საინტერესოა, მოსამართლის გადაწყვეტილებამდე, საიდან ჰქონდა ინფორმაცია ალეკო ელისაშვილს ?

ამ კითხვის პირდაპირი ადრესატი მედიის კითხვებს უპასუხოდ ტოვებს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოებისგან მიიღო, თუმცა ელისაშვილი აქაც ცრუობს, რადგან იმ დროისთვის, როცა მან აღნიშნული განცხადება გააკეთა, არც ერთ სააინფორმაციო სააგენტოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ალეკო ელისაშვილის განცხადებამ დაბნეულობა გამოიწვია რადიკალურ ოპოზიციაში, სადაც ახლა ხელს ყველა ელისაშვილისკენ იშვერს.

,,ქართულ ოცნებაში” აინტერესებთ ხუჭუას გადაწყვეტილებამდე საიდან ჰქონდა ინფორმაცია ელისაშვილს და რა წყაროზე დაყრდნობით საუბრობდა.

სახელისუფლებო გუნდს  რადიკალების მხრიდან ამ დრომდე პასუხი არ მიუღია და სავარაუდოდ, ვერ მიიღებს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციამ მოსამართლესთან ფარული კავშირი უნდა დაადასტუროს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor