• November

    29

    2023
  • 60
  • 0
ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც საზოგადოების მხედველობიდან ქრება, საბედისწეროა

ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც საზოგადოების მხედველობიდან ქრება, საბედისწეროა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის მიმართ ყურადღების შემცირების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინის ომი, რომელიც საზოგადოების მხედველობიდან ქრება, საბედისწეროა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ამიტომ აუცილებელია „მუშაობა, რათა უკრაინის ზამთრის დამცავი ფარი ძლიერი იყოს“.

ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირსა და ნატო-შია, ამიტომ აუცილებელია ამ გზაზე უკრაინის მხარდასაჭერა.

ბერბოკი მიიჩნევს, რომ უკრაინა-ნატოს საბჭო ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებასთან დააახლოებს.

„ნატო-ს სტანდარტები, ძალების და საშუალებების დაგეგმვა და შეიარაღებული ძალების რეფორმა ამ პროცესში მთავარია. ამ მიზნით გერმანია დამატებით 11.5 მლნ ევროს ჩადებს უკრაინა-ნატოს ნდობის ფონდში“ – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor