• April

    1

    2025
  • 21
  • 0
ანალენა ბერბოკი – აშშ არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში ვლადიმერ პუტინის „გაჭიანურების ტაქტიკამ“

ანალენა ბერბოკი – აშშ არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში ვლადიმერ პუტინის „გაჭიანურების ტაქტიკამ“

აშშ არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „გაჭიანურების ტაქტიკამ“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს ნათლად განვუმარტავთ, რომ არ უნდა ჩავერთოთ პუტინის გაჭიანურების ტაქტიკაში“, – განაცხადა ბერბოკმა.

ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 3-4 აპრილსაა დაგეგმილი.

ბერბოკმა აღნიშნა, რომ უკრაინის უპირობო მხარდაჭერა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები „ჩიხშია“.

„ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ მაშინ დადგება, როცა რუსეთის პრეზიდენტი გააცნობიერებს, რომ მას ამ ომის მოგება არ შეუძლია“, – განაცხადა ბერბოკმა და აღნიშნა, რომ უკრაინამ „სამშვიდობო მოლაპარაკებები ძლიერი პოზიციიდან უნდა აწარმოოს“.

უკრაინასა და აშშ-ს შორის წიაღისეულის შეთანხმების შესახებ დასმულ კითხვაზე ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროპას უკვე აქვს იშვიათ წიაღისეულთან დაკავშირებით გარიგება უკრაინასთან და ნებისმიერი ახალი შეთანხმება ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადი უნდა იყოს.

„ბოლოსდაბოლოს, ეს ჩვენი ევროპული კონტინენტია“, – განაცხადა ბერბოკმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor