
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ანა მარია შიკო – საქართველო უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორია არა მხოლოდ სამხრეთ რეგიონში, არამედ დასავლეთისთვის აღმოსავლეთის კარიბჭის მთავარი მოთამაშეა
საქართველო უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორია არა მხოლოდ სამხრეთ რეგიონში, არამედ დასავლეთისთვის აღმოსავლეთის კარიბჭის მთავარი მოთამაშეა, – ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ანა მარია შიკომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებას.
„2022 წელს უნგრეთმა და საქართველოს ხელი მოაწერეს პირველ სტრატეგიულ პარტნიორობის შეთანხმებას და 2022 წლიდან სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერდება. გვქონდა უამრავი ორმხრივი შეხვედრა მინისტრების დონეზე. შემდეგ გადავწყვიტეთ მთავრობათაშორისი სამიტის ჩატარება, რომელიც პირველად 2023 წელს საქართველოში გაიმართა. ხელი მოვაწერეთ 11 მემორანდუმს და რამდენიმეს მანამდეც სხვადასხვა სამინისტროსთან. დავიწყეთ ერთად მუშაობა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტზე. გადავწყვიტეთ ეკონომიკის სფეროშიც ერთად მუშაობა. მეორე მთავრობათაშორისი სამიტი ორი კვირის წინ გაიმართა, ეს არის ჩემი აქ ვიზიტის ჩარჩო და იმედი მაქვს, ჩემს მემკვიდრეს შეეძლება საქმიანობის გაგრძელება ჩვენს მეგობრობაზე და ყველა ახალ შეთანხმებაზე დაყრდნობით.
საქართველო უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორია არა მხოლოდ სამხრეთ რეგიონში, არამედ დასავლეთისთვის აღმოსავლეთის კარიბჭის მთავარი მოთამაშეა. ჩვენ ევროპის ცენტრში ვართ, კი, ვფიქრობთ, რომ მსოფლიოს ცენტრი ვართ, ისევე როგორც თქვენც ფიქრობთ, რომ მსოფლიოს ცენტრში ხართ. თუმცა, ვაცნობიერებთ, რომ ცენტრი ძალიან პატარაა და ბევრი რამ არის მის გარშემო. ეს რაღაცები არა მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთშია, არამედ სამხრეთშიც და აღმოსავლეთშიც. ჩვენი პოლიტიკაა, მკაცრად შევინარჩუნოთ ჩვენი ევროპული მემკვიდრეობა, ქრისტიანული ღირებულებები, უნგრული ტრადიციები და ვიყოთ მსოფლიოში წარმოდგენილი ჩვენი უნიკალური იდენტობით. თუმცა, ამავე დროს ჩვენი კარი, გონება და სმენა ღია უნდა იყოს ყველა მიმართულებით. შეიძლება, ჩვენი ქვეყნები ყველა არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ როგორც ჭეშმარიტი დემოკრატები, ვფიქრობთ ყველას უნდა ჰქონდეს სიტყვის თქმის უფლება, თანაბარი უფლება.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას. თქვენი გადასაწყვეტია, როგორ გინდათ ევროპასთან დაახლოება და ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენს არჩეულ გზაზე. თუ მეგობარ ქვეყნებს, როგორიცაა უნგრეთი, მხარდაჭერას სთხოვთ, მიიღებთ, თუ რჩევა გინდათ, მიიღებთ, მაგრამ გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როდის უნდა გაიაროთ ამ გზაზე. საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენ ყველა თქვენი ინიციატივის თანაავტორები ვიყავით, იქნება ეს ოკუპირებული ტერიტორიები და იქ უმცირესობათა უფლებები, თქვენი ევროპული მისწრაფება თუ საერთაშორისო საქმეებში მონაწილეობა“, – აღნიშნა შიკომ.
როგორც ელჩმა განაცხადა, უნგრეთმა უკრაინას ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და უნგრეთის საზღვარი 1.4 მილიონზე მეტმა უკრაინელმა გადაკვეთა.
„რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელიც ხანმოკლე საქმე უნდა ყოფილიყო და სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, პირველი დღიდან ვთქვით, რომ ერთადერთი გამოსავალი მშვიდობაა. რაც უფრო დიდი ხანი დაგვჭირდება ის სიტუაციამდე მისასვლელად, როდესაც მშვიდობაზე საუბარი შესაძლებელი იქნება, მით უფრო რთული იქნება. როდესაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პირველად ისაუბრა ამის შესახებ, როგორც ყოველთვის, ის ომის ეშმაკი გახდა. მაშინ ეს იყო ყველაფერზე არასწორი პასუხი. როგორ შეიძლება მშვიდობაზე საუბარი, როდესაც ომი იყო საჭირო? მაგრამ თუ ახლა გარშემო მიმოვიხედავთ, როგორც მიგრაციასთან დაკავშირებით, ასევე ოჯახის უფლებებთან დაკავშირებით და ზოგადად ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების საკითხებში, რასაც ჩვენ პირველები ვამბობდით და რისთვისაც დაგვგმეს, ჩანს, რომ ორი, ოთხი, ექვსი და ათი წლის შემდეგ სხვებიც იმეორებენ იმას, რასაც უნგრეთი ამბობს.
პრემიერ-მინისტრ ორბანს აქვს გამონათქვამი, შეიძლება ახლა არ ვიყოთ მართალი, მაგრამ მომავალში მართლები გამოვდგებით, უბრალოდ უნდა დაველოდოთ. ეს მშვიდობასაც ეხება. ბოლოს მშვიდობა იქნება, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი, ასწლიანი ომიც კი ასი წლის შემდეგ მშვიდობით მთავრდება. რატომ არ ვხედავთ, რომ მშვიდობაა ის, რასაც ნამდვილად გვინდა მივაღწიოთ? შესაბამისად, ჩვენ გეთანხმებით, რომ ჩვენ ყველა საშუალებით, ამ უბედურების სამხედრო მხარისგან შორს უნდა დავრჩეთ. ჩვენ უკრაინას ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ. 1.4 მილიონზე მეტმა უკრაინელმა გადმოკვეთა საზღვარი და ყველამ მიიღო პირველი დახმარება, ბევრი მათგანი უნგრეთში დარჩა. 120 სკოლაა, სადაც უკრაინელი ბავშვები სწავლობენ უნგრეთში. მათთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვა, საცხოვრებელი და ბევრი სხვა.
სამწუხაროდ, გვაქვს გარკვეული პრობლემები უკრაინასთან და ამიტომ მათი ევროპული მისწრაფების შესახებ ახლა უნგრეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს. კითხვაა, შეგვიძლია თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. 8 მილიონი ამომრჩევლიდან 2,3 მილიონმა ადამიანმა შეავსო კითხვარი და გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი პრემიერ-მინისტრი ხვალ ილაპარაკებს ამის შესახებ. ჩვენ გვესმის თქვენი რეგიონული კონფლიქტებიდან გარეთ დარჩენის პოლიტიკაც და მხარს ვუჭერთ. სიხარულით აღვნიშნავ, რომ პოლიტიკურ დონეზე უმეტეს მინისტრებთან და სამინისტროებთან კარგი ურთიერთგაგება გვაქვს. ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან სხვადასხვა შეთანხმებები, რათა დაგეხმაროთ იყოთ ის გზაგასაყარი, რაც ხართ აღმოსავლეთსა და დასავლეთს, სამხრეთს შორის“, – განაცხადა ანა მარია შიკომ.
ელჩის თქმით, საქართველოში უნგრული კულტურის კვირეული გაქიმართება და 2027 წლისთვის მიჰაი ზიჩის დაბადების 200 წლისთავი აღინიშნება.
„ვიმედოვნებთ მონაწილეობის მიღებას დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ვმონაწილეობთ შავი ზღვის კაბელის პროექტში და მწვანე ენერგიის დერეფანში, რომელიც კავკასიიდან ცენტრალურ ევროპაში განახლებად ენერგიას შეიტანს. ეს მნიშვნელოვანი პროექტებია ჩვენი ენერგეტიკული დივერსიფიკაციისთვის. ვხედავ, რომ თქვენი გარემოსდაცვითი სწრაფვები არის გზა, სადაც შეგვიძლია გავიზიაროთ გამოცდილება. ასევე ჩამდინარე წყლების მართვაში, ნარჩენების მართვაში და ეკოლოგიურად უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პრაქტიკაში. ვიმუშავებთ ერთად, რათა დავეხმაროთ საქართველოს ქართული პროდუქციით ბაზარზე გასვლაში. თქვენთვის ტურიზმი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სიხარულით ვამბობ, რომ უნგრეთის ავიახაზები ყველაზე დიდი გადამზიდავია, საქართველოში და საქართველოდან მგზავრთა 18%-ზე მეტს ატარებს და აკავშირებს საქართველოს მსოფლიოსთან. ქუთაისის აეროპორტში ყოველთვის „ვიზეარის“ აეროპორტია, რადგან ბევრია ფრენა სრულდება და წელს მეხუთე მუდმივი თვითმფრინავი განლაგდება საქართველოში და ფრენები იქნება მეტი მიმართულებით. ეს სამუშოა პროცესია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კულტურაა.
ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის აქ მუშაობის დაწყება და ძალიან ადვილი იყო საქართველოს შეყვარება, რადგან ამდენი მსგავსებაა ჩვენს ქვეყნებს შორის. რამდენადაც ვიცი, თქვენ ღმერთზე, ენაზე ლაპარაკობთ მხოლოდ იქ, სადაც ცხოვრობთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი, ოჯახი და ერი – ეს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ორივეს გვაქვს ენა, რომელიც სხვას ვერავის ესმის. გვაქვს ძლიერი შეგრძნება, რომ შეიძლება არ ვიყოთ მრავალრიცხოვანი ერები, მაგრამ ამ ენით და ჩვენი ერებით ვაძლევთ მსოფლიოს რაღაც უნიკალურს.უნგრეთმა დააარსა პატრიოტული პოლიტიკური პარტიების ჯგუფი ევროკავშირში, რადგან გვჯერა, რომ მომავალი ერებს ეკუთვნით. ერები განსაზღვრავენ ხალხს, ერები გვაძლევენ დემოკრატიას. ასე რომ პატრიოტიზმი და იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენი ხალხი განისაზღვრება როგორც თქვენი ხალხი, არის ჩვენი მომავლის საფუძველი და მემკვიდრეობა, რომელიც გვაერთიანებს. ისტორიაში იყო იდეალები, რომლისთვისაც ხალხი კვდებოდა, ზოგიერთი რელიგიისთვისაც კი, მაგრამ რაც ნამდვილად გაერთიანებთ, არის თქვენი ოჯახი და თქვენი დიდი ოჯახი, ეროვნული ოჯახია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ პატრიოტები მომდევნო 10 წლის პოლიტიკური მოძრაობაა.
სწორედ ამიტომ კულტურული კავშირები არა მხოლოდ რბილი ძალაა, არამედ მნიშვნელოვანი კავშირია, ერთმანეთის გაგების მნიშვნელოვანი გზაა. სიხარულით ვაცხადებ, რომ ბოლოს გამართულ მთავრობათაშორის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უნგრეთი იქნება სტუმარი საქართველოში და ჩავატარებთ უნგრული კულტურის კვირეულს საქართველოში. საქართველო მოწვეული იქნება სხვადასხვა ფესტივალზე და 2027 წელს აღვნიშნავთ მიჰაის ზიჩის დაბადების 200 წლისთავს. ზიჩი, რომელიც ჩვენი მხატვარი იყო და თქვენი მხატვარი გახდა, ის ყველაზე ემახსოვრება ძალიან მნიშვნელოვანი საქმით, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან. ეს პროექტი 18 თვის წინ დავიწყე და მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობათაშორის სამიტზე განაცხადა, რომ დიდ კავკასიონში ერთ-ერთ მწვერვალს, რომელიც 4428 მეტრია, ზიჩის მწვერვალი ეწოდება. ეს იქნება ჩვენი ურთიერთობის მწვერვალი და ჩემი საქმიანობის მწვერვალი საქართველოში. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ ამით“, – აღნიშნა ანა მარია შიკომ.
საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ გინდათ ევროპასთან დაახლოება, ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენს არჩეულ გზაზე




